Wednesday, December 12, 2012

სათაფლია


თავი 6                                                                        სათაფლია

6 .1 სათაფლიის კარსტული მღვიმეები
კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7კმ-ზე მდებარეობს.მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275მეტრიდან 405მეტრამდე.სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია,როგორც ესთეტიკურად,ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით.ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე,რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ ხუთი გამოქვაბულიდან,რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით.სათაფლიის მღვიმე მდებარეობს სამგურალის სერზე,ზღვის დონიდან 360მეტრზე.იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვაში.მღვიმის შესასვლელი ძაბისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს.წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები.შესასვლელიდან დაახლოებით 100მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“,ხოლო 150მეტრში  „ნაღვენთების სასაფლაო“.მღვიმეს აქვს განშტოებები.სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი.სიმაღლე-10მეტრს აღემატება,ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.
ჩასასვლელშივე ყურადღებას იქცევს წყლის ჩხრიალი,რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის.ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში.მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა.დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიდი,საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება.სტალაქტიდები და სტალაგმიტები ზემოდან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს,რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
სათაფლიის ІІ მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მვიმე ეწოდება.იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს.შესასვლელი ვიწროა.ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით.შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი.გამოსაყოფია ასევე  „გიგანტური დარბაზი“ და „ლოდთა დარბაზი“.დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები,რომლებიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად.მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით.არის სტალაქტიდები,რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვთ.აქვეა სტალაგმიტები,სტალაგნატები,იშვიათი ჰელიქტიდები და ჰელიგმიტებიც კი.გვხვდება ასევე დიდი სისქის ნგრეული მასალა.ჰავა დინამიურია.გაედინება ნაკადული,რომელიც პატარა ტბას აჩენს.დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები.გვალვა ხშირია.
სათაფლიის მღვიმიდან 600მეტრში იხსნება სათაფლიის მესამე მღვიმე,რომელიც ზღვის დონიდან 405მეტრზე მდებარეობს.
სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის მეოთხე მღვიმე,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305მეტრზე.გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში.
6.2 სათაფლიის ნაკრძალი
 სათაფლიის ნაკრძალი ქ.ქუთაისს ჩრდილო-დასავლეთით 6კმ.დაშორებით ესაზღვრება.ქუთაისიდან სოფელ ბანოჯის მიმართულებით გაყვანილია მოასფალტებული საავტომობილო გზა.სათაფლიაზე არსებული დინოზავრის ნაკვალევი,რომელიც ათეულობით მილიონ წელს ითვლის.მსოფლიო მასშტაბებისა და ერთ-ერთი იშვიათი ძეგლია,რომლის ახლოს მდებარეობს კარსტული გამოქვაბული,გამჭვირვალე სტალაქტიდებიტა და სტალაგმიტებით.
სათაფლიის ნაკრძალში დაცულია შესანიშნავი ტყე,რომელიც 500ჰექტარს მოიცავს.ამჟამად დასრულებულია ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები.შესაბამისი პროექტის ფარგლებში მოხდა მღვიმესთან არსებული კლდოვანი ნაპირის 210მეტრიანი მონაკვეთის მოაჯირით შემოღობვა,დინოზავრის ნაკვალევზე დადგმული რკინის დამცავი მოწყობილობა ხის ორიგინალური კონსტრუქციით შეიცვალა.მოპირკეთდა მღვიმისკენ მიმავალი ბილიკი.ექსტრემალური დასვენების მსურველთათვის მოეწყობა საკარვე ადგილები,გაიხსნა სუვერინების მაღაზია და კაფეტერია.

                                              
                                                                                                                    
                             


გეგუთის სასახლე


   თავი 7                        გეგუთის სასახლე
                                 
გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით 7კმ-ის დაშორებით,მდინარე რიონის ნაპირას.ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ ΧІІ საუკუნეს ეკუთვნის.მატიანის მიხედვით,გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო.სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.შენობის ნანგრევებს ამჟამად 2000კვ.მ-ზე მეტი ფართობი უჭირავს.1953-1956 წლბში ჩატარებული სარესტავრაციო კვლევითი სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა ძეგლის თავდაპირველი არქიტექტურული ფორმების დადგენა.ციხე-დარბაზში სამი სამშენებლო ფენა გამოირჩევა.ყველაზე ადრეული ნაწილია(VІІІ-ІΧსს)გეგმით მარტივი,დიდბუხრიანი სათავსო,ე.წ სანადირო სახლი,რომელიც შემდგომში მრავალოთახიანი ციხე-დარბაზის ფუნქციას ასრულებდა.ΧІІ საუკუნეში თლილი ქვის მაღალ 3მეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი,სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები,ტარდებოდა მიღებები.მისაღები დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული.სასახლეს გარედან ეკვრის კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები.მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შნობა და სასახლის ეკლესია.სასახლე აგებულია მაღალხარისხოვანი აგურით,წყობაში გამოყენებულია ქვქც.გეგუთის სასახლე ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.ის თავისი მასშტაბებითა და არქიტექტურული ფორმებით ეპოქის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენდა.გეგუთში მოღვაწეობდა:დავით აღმაშენებელი,დემეტრე І,გიორგიІІІ და თამარ მეფე.


დასკვნა


დასკვნა

საბოლოოდ,ვასკვნით,რომ ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქია,რასაც,ზემოთ ხსენებული ფაქტები გვიდასტურებს.მასზე არსებულ ინფორმაციებზე გაცნობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ მას მართლაც აქვს იმის პერსპექტივა,რომ საქართველოს პირველი  და მნიშვნელოვანი ქალაქების  სიაში იყო.აღსანიშნავია ისიც,რომ ამ ქალაქთა ბევრი ცნობილი პიროვნების სახელია დაკავშირებული,განსაკუთრებით კი ბაგრატІІІ-ის,დავით აღმაშენებლის და ყველა იმ დასავლეთ საქართველოს მეფის,რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ დაეცვათ ეს კუთხე მტერთა თავდასხმებისაგან.ასეთი გმირი მეფეები კი იყვნენ:სოლომონ І, სოლომონІІ და სხვები.
როდესაც დეტალურად გავეცანი ამ ქალაქის ისტორიას,რომელსაც ქართველები საქართველოს „ მამაქალაქად“ მოიხსენიებენ.მიუხედავად იმისა,რომ მრავალჯერ მაქვს დათვალიერებული მისი არქიტექტურული და კულტურული ძეგლები,გავლილი ვარ მოწამეთა საძვალეში,ფეხი მაქვს დადგმული აღმაშენებლის საფლავზე,ნანახი მაქვს დინოზავრის ნაკვალები და  ბუნების მიერ შექმნილი უჩვეულო სტალაქტიტები და სტალაგმიტები.სურვილი გამიჩნდა მისი დეტალურად დათვალიერებისა და მათზე არსებული ლეგენდებისა და თქმულებების დაზუსტების.
მახარებს ის ფაქტი,რომ დღესდღეობით  სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლების რეკონსტრუქციას და საუკუნეების წინანდელ შენობა-ნაგებობებს ძველ იერსახეს უნარჩუნებს და ამასთანავე არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ინფრასტრუქტურულ ტენდეციებს.მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ახლადაშენებული საქართველოს პარლამენტის შენობა და რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი.
საქართველოში დღითიდღე მატულობს ტურისტთა რაოდენობა და იმისთვის,რომ საქართველო ამ მხრივ პროგრესირებადი იყოს, საჭიროა და,ჩემი აზრით,ვალდებულია კიდეც,რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქეც გაეცნოს მთლიანად ქვეყნის კულტურულ ძეგლებს,კერძოდ,ამ შემთხვევაში, კი დეტალურად შეისწავლოს ქუთაისის ღირსშესანიშნავი ადგილები,რათა ჩვენმა მომავალმა თაობამაც ისევე იამაყონ ამ შესანიშნავი ძეგლებითა და სიწმინდეებით,როგორც საუკუნეების წინ ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები.



გამოყენებული ლიტერატურა


გამოყენებული ლიტერატურა

1.ირინა აბაშიძე-„საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია“
2.ირინა გუნია-„საქართველოს მონასტრები“
    პარმენ ზაქარია-„ქართული ხუროთმოძღვრება“ХІ-ХІІІსს,1990 წელი.
3.ჟურნალი „მწყემსი“-1844 წელი11.
4. http://ka.wikipedia.org                                                                      27.11.2012    15:30
   http://saunje.ge/index.php?id=231&lang=ka                                   29.11.2012    16:15
http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/g/gelati.html                                 03.12.2012  19:00
http://www.imereti.ge/index.php?sec_id=98&lang_id=GEO           04.12.2012   14:30


პრეზენტაცია

ვიდეო

გეგმა mind map-ში