თავი 2
ისტორია
2.1 დაარსება
ქუთაისი საქართველოს
ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.არქეოლოგიური მონაცემებით,დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია
და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული.ძვ.წ.ΧV-ΧΙΙΙ საუკუნეებდან
აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება.მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ
ბორცვებზე ძვ.წ.VΙΙΙ-VΙΙ საუკუნეების ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი და ქალაქის
შემდგომი განვითარება ამ ადგილს უკავშირდება.
ქუთაისის შესახებ
ჩვენთვის სხვადასხვა ცნობილი.ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ.“მინოსის
ხანას“(ძვ.ΧVΙΙ-ΧV)მიაკუთნებს.მინოსი,ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ,მოკავშირედ
და დამოყვრებულ მეფეებად მიაჩნდათ.ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი
ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს(კოლხეთი,ეგრისი,ლაზეთი,აფხაზეთი)პირველი
ქალაქის მდგომარეობას.
2.1
ეგრისის პერიოდის დასასრული
VΙ-საუკუნეში
ქუთაისი ეგრისის დედაქალაქი იყო.VΙΙΙ საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის
გაერთიანებული საართველოს დედაქალაქი.ბიზანტიის ვასალობიდან გამოსვლის შემდეგ ლეონ
აფხაზთა მთავარი“აფხაზთა მეფედ“ეკურთხა და ანაკოფიიდან ქუთაისს გადმოვიდა.“ხოლო დაჯდა
ესე რა ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი,არღარა უწოდა ეგრისი,არამედ აფხაზეთი...აღაშენა
ქუთაისი ქალაქი და ციხე დაჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა“.
978 წელს ბაგრატΙΙΙ-მ
ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისსში გადაიტანა.ამ პერიოდში ქალაქმა
მნიშვნელოვნად იცვალა სახე:განახლდა სამეფო სასახლე და ცეხე-გალავანი,ხოლო 1003 წელს
ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი.ეს ტაძარი საქართველოს ერთიანიბისა და
ძლიერეის სიმბოლო უნდა ყოფილიყო,ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა.
1889 წელს ქუთაისში
მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი,რომელმაც 1006-1025 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო
გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი-აკადემია,რომელიც“მეორე იერუსალიმად“ და
„სხუად ათენად“იწოდებოდა.გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად
იქცა.
1122 წელს,როდესაც
დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა,ქუთაისი
ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფელად დარჩა.სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლე,რომელსაც“საყდარსა
დავითიანსა“უწოდებდნენ.ის სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა,როდესაც
მტრები თბილისს იღებდნენ.ასე იყო 1226 წელს ჯალალ-ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს
მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობისას.ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ(1489-1810)ქუთაისი
კვლავ იმერეთის სამთავროების სამეფო დედაქალაქია.1386
წელს დაწყებულმა თემურ ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403წელს ქუთაისამდეც მოაღწია.ქალაქი
აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა.ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება.ალბათ,ყველასათვის
ნათელია თუ რა მდგომარეობაში იყო იმ დროს ქუთაისი.ΧV საუკუნის იტალიელი მოგზაურისათვის
ი8ს უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქი(ჯოსაფატ ბარბარო ΧVს).
ამ დროიდან მოყოლებული
ქუთაისში მრავალგზის ილიშქრეს.იმერეთის სამეფო და,რა თქმა უნდა,ქუთაისიც ოსმალეთის
ვასალე იყო.1510 წელს იქ „თათარნი მოვიდნენ და დაწვეს იგი მონასტერი გენათისა შიგნით
და გარეთ,და ქუთაისი და საყდარი და სხუანი ეკლესიანი“(ქართლის ცხოვრება).1691 წელს
ოსმალებმა ბაგრატის ტაძარი დაანგრიეს.
დაპყრობების მიუხედავადქუთაისში ვაჭრობა გრძელდებოდა.საქართველოს
სხვადასხვა კუთხეებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ მოვაჭრეების სხვადასხვა
პროდუქტებით სავაჭროდ.დაკნინების მიუხედავად,იმერეთის სატახტო ქალაქი თავის ოდინდელ
აღნაგობას მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებდა
მისი მთავარი ნაწილი კვლავაც ძველი ცენტრი იყო:შიდაციხე,გალავანი,შიდაქალაქი,სადაც
ბაგრატის ტაძარი იყო აღმართული.ამ ნაწილს „დიდ ქუთაისს“ან „ზედაქალაქს“ უწოდებდნენ.ΧVΙΙΙს-ში
ჯერ კიდევ არსებობდა მთის ფერდზე შეფენილი გამაგრებული ქვედაქალაქი,რომელიც რიონის
მარცხენა ნაპირზე გადადიოდა და“ხიდის კარით“ იყო დაცული.გალავანს მიღმა დიდ ქუთაისს
გარეთუბანი ემიჯნებოდა.
2.3
ახალი ისტორია
1770 წელს მეფე
სოლომონ Ι-მა რუსეთის ჯარის დახმარებით ქუთაისის ციხიდან ოსმალები განდევნა.მეფემ ხონიდან
და სხვა ადგილებიდან ვაჭრები გადმოიყვანა და „ქალაქობა“(ბაზრობა)აღადგინა.ამ პერიოდიდან
ქალაქის აღორძინების ხანა იწყება.აღმავლობა სოლომონ ΙΙ-ის პერიოდშიც გაგრძელდა.1800
წელს დაარსდა პირველი სტამბა,გაიხსნა ასამდე სავაჭრო სახლი,სახე იცვალა ქალაქის მოსახლეობამ.ΧVΙΙΙს-ში
ქალაქში მოვაჭრე სომხებს ებრაელებსა და თურქებს,მოგვიანებით სოლომონ მეფის მიერ ახალციხიდან
გადმოსახლებული კათოლიკე ვაჭრები დაემატა,რომლებმაც,ჩემი აზრით,დიდი წვლილი შეიტანეს
ქალაქურ ცხოვრებაში.შემდეგ სოლომონ ΙΙ იძულებული გახდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა
მიეღო.1810 წლის 20 თებერვალს რუსეთმა იმერეთში მეფის ხელისუფლება გააუქმა.ქუთაისში
ისევე როგორც მთელ ქვეყანაში რუსეთის ჯარი ჩადგა.1811 წლიდან ქუთაისი იმერეთის ოლქის
ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.1840 წლიდან მაზრის ცენტრი,1846 წლიდან კი-გუბერნიისა.
ქუთაისურ ნაწარმთაქან
გათქმული იყო გიშრის ნაკეთობანი,რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა.პარასკეობით
და კვირაობით გამართულ ბაზრობებზე სოფლებიდან ჩმოქონდათ სანოვაგე.აქ გახსნილ „იარმუკაზე“
უფრო შორიდან ჩამოდიოდნენ,რომელთაც ძირითადად ევროპული საქონელი ჰქონდათ.ΧΙΧ-ის შუა წლებიდან ქალაქში ბევრი სიახლე გაჩნდა.ძველი
საასპარეზო მოედნის ადგილას ბულვარი გაშენდა-ხეივნებიანი დიდი ბაღი ზამბახებით,ბძებით,კაფეთი,გრძელი
სკამებით და „სატანცაო“ მოედნით.მოედნის ირგვლივ იყო განლაგებული ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური
ტაძრები(წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის „სობარი“ და წმ.მთავარანგელოზის ეკლესია),პირველი
დიდი სასწავლებლები და ახალი სავაჭრო „ყაფანი“.მდიდარი ქუთათელებიც აქვე ცხოვრობდნენ.ქუთათურთა
მცდელობით ქალაქი თანდათან ევროპულ იერს იღბდა.ქალაქის საბჭომ მიიღი გადაწყვეტილება
ცენტრარულ ქუჩებში ხის სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ.ხის სახლების ადგილი
ნელ-ნელა ქვითკირის ორსართულიანმა ნაგებობებმა დაიკავა.გაჩნდა ახალი უბნები:ბალახვანი,მწვანეყვავილა,საფიჩხია
ბჟოლები,ჭომა და სხვ.ოღროჩოღრო ქუჩები შეცვალა სწორმა მოკირწყლულმა და განათებულმა
ქუჩებმა.მათ სახელები დაარქვეს.
ამჟამად,ქალაქი
12 ტერიტორიული ერთეულისგან შედგება.ქალაქის ტერიტორიაზე 18000-მდე კერძო საცხოვრებელი
სახლი ,900-მდე მაღალი კორპუსი და ასობით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაა განლაგებული.