Wednesday, December 12, 2012

წინასიტყვაობა



წინასიტყვაობა

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთ მშვენიერ კუთხეში,იმერეთში,მდებარეობს და მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია.მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ქართელი ერის ისტორია.ყველა ქართველისთვის ძვირფასია მისი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძგლები,რომლებიცVІІІ,Χ,ΧІІ საუკუნეებშია აგებული.ჩემი აზრით,განსაკუთრებული ყურადღების ღირსია:ბაგრატის ტაძარი,რომელიც ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სამბოლოა.გელათი,სადაც დაკრძალულია საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი და თავისი ანდერძის თანახმად,თითოეული პიროვნება ფეხს ადგამს მის საფლავს.მოწამეთა მონასტერი, სამშობლოსა და სარწმუნეობისათვის თავდადებული,არგვეთის გმირების,დავით და კონსტანტინე მხეიძეების სამარადისო სამკვიდრებელია.საინტერესოა ის,რომ ადამიანები საძვალეში გაძრომისას პატივს მიაგებენ მათ.
ჩემში და ალბათ,მთელ საზოგადოებაში დიდ აღტაცებას იწვევს სათაფლიის მღვიმე.როდესაც იქ მივდივართ  დძალაუნებურადვაბიჯებთ ათასწლულებს.გვავიწყდება ცივილიზაცია და პრეისტორიულ ხანაში ვბრუნდებით.ამ შეგრძნებებს კი დინოზავრის ნაკვალევთან შხვედრა იწვევს.მათ,რომ დავყურებთ იურული პერიოდის ცხოველთა გრგვინვა გვესმის ყურებში.ამასთანავე მნიშვნელოვანია მიწისქვეშა მღვიმეები,რადგან იქაც არანაკლები მძაფრი შგრძნებები გვეუფლება.ის არის სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სამყარო.მათი დათვალიერებისას კი ისეთი განცდა გვეუფლება თითქოს ეს ჩვენ კი არ ვართ,არამედ ჩვენს შესახებ გადაღებულ ფილმს ვუყურებთ.
ამ ყველაფერის გამო ქუთაისის ბევრი ტურისტი ნახულობს.დარწმუნებული ვარ,ისინი დიდი აღტაცებით შეჰყურებან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და კმაყოფილების გრძნობით ივსებიან  იმ პერსპექტიულად დახვეწილი ნაგებობის ხილვიისას.ხოლო ყველა ქართველისთვის ის ცხოვრების ნაწილია და მათი ნახვისას გვახსენდება საქართველოს ისტორია,რის შედეგადაც პატრიოტოზმი გვიმტკიცდება.

No comments:

Post a Comment