Wednesday, December 12, 2012

მოწამეთა


თავი 5                                           მოწამეთა

5.1 მდებარეობა და ისტორია
მოწამეთას მონასტერი მდებარეობს ქუთაისის აღმოსავლეთით,6კმ-ის მოშორებით,წყალწითელას ხეობაში.ის ისტორიულად ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და უდისეს  როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ,ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული.ერთ-ერთი ადრეული ცნობა მისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ დაცულია უცნობი ავტორის „დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობაში“.ხეობის ძეგლთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.მონასტრის დაარსება არგვეთის მთავრების-დავითი და კონსტანტინე მხეეიძეების სახელთანაა დაკავშირებული.VІІІ საუკუნეში,როცა საქართველოს მურვან ყრუ შემოესია,მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ არაბტა სარდლისათვის.თუმცა,მიუხედავად ამისა,ძმებმა ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ.არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა,რაზეც მტკიცე უარი მიიღო.განრისხებულმა სარდალმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს,მაგრამ მათ საშინელი წამება გმირულად აიტანეს.ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა.მათი წმინდა ნაწილები,თავდაპირველად,ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული.
ΧІ საუკუნეში ბაგრატІІІ-მ ააშენა დანგრეული ეკლესია და იქ გადაასვენა გმირები.თავიდან ტაძარს გუმბათი არ ჰქონდა.1844-1865 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის,დავით წერეთლის,ხელმძღვანელობით ლევან,მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოვეს მოწამეთას ეკლესია,ამ დროს დაედგა ტაძარს გუმბათი,დაიგო ხის იატაკი და შეიცვალა კანკელი.
კომუნისტური ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ცოტა ხანში-1923წელს,მონასტერი დაიხურა.ამავე წელს სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით,სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ცხედრები აკლდამიდან ამოიღეს და გზა-შარაზე და ქუჩ-ქუჩა ათრიეს.ხოლო შემდეგ,ისევე როგორხ პირველი წამებისას წყალში გადაყარეს.ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით წმინდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა.ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს.ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954წელს,რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა.მასში მოხსენიებულია ქუთათელ-განათელი მიტროპოლიტი გაბრიელი,ქუთაისის „მწვენყვავილას“მთავარანგელოზის ტაძრის დეკანოზი ნაომი შავიანიძე,მღვდელი სულაკაძე,რომელთა მეოხებით აღდგა წირვა-ლოცვა,ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათ სამკვიდრებელში-მოწამეთას მონასტერში.1960 წელს ტაძრის დასავლეთ მხარეს,მოსაცდელის ადგილას,ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ააშენეს წინამძღვრის სახლი.
5.2 ლეგენდები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები
გადმოცემის თანახმად,როცა ძმებმა მურვან ყრუს სარწმუნოების შეცვლაზე უარი უთხრეს,არაბთა სარდლის ბრძანებით,10დღე აშიმშილეს ისინი და შემდეგ ისევ სცადეს მოლაპარაკება,მაგრამ მაინც უარი მიიღეს, მაშინ ძმები წმინდა კოზმანისა  და დამიანეს ტაძრის მახლობლად მდინარის ახლოს გადაიყვანეს,ხეზე დაკიდეს და სასტიკად აწამეს,მერე ხელ-ფეხი შეუკრეს,ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადაყარეს.ღამით აღსრულდა სასწაული:ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა,შუქმა გაანათა იქაურობა.ღვთის ნებით მოწამეების ქედს „ლოდნი შემოეძრცვნეს“ და მათი სხეულები წლის ზედაპირზე ამოტივტივდა.მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გადმოასვენეს.უცებ მოისმა სვეტიდან გადმომავალი ხმა,რომელმაც მოუწოდა მათ მინიშნებულ ადგილას წაესვენებინათ წმინდა ნაწილოები.წყალწითელას ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია და მივიდა იმ ადგილამდე,სადაც ადრე ხარების ეკლესია იდგა.ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო,იქ დაასვენეს მოწამენი.იმ ადგილს მოწამეთა ეწოდა.ΧІ საუკუნეში ბაგრატІІІ-მ ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.ამ დრომდე წმინდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“.
მოწამეთობის აღსანიშნავად,რომელიც 15ოქტომბერს იმართება,მორწმუნენი იმერეთში სხვადასხვა კუთხეებიდანაც ჩადიოდნენ.ტრადიციულად,სურვილის ჩაფიქრების შემდეგ,მომლოცველები გაივლიან საძვალის ქვეშ და პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს.

3 comments:

  1. ყვალგან ერთი და იგივე ინფრმაცია წერია, ბავშვისთვის (მოსწავლისთვის) გაუგებარ ენაზე.........

    ReplyDelete
  2. გამარჯობა თუ შეიძლება იქნებ მოწამეთის მონასტერში მესანთლის ნომერი მითხრათ

    ReplyDelete