თავი
7 გეგუთის სასახლე
გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის
საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით
7კმ-ის დაშორებით,მდინარე რიონის ნაპირას.ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის
სასახლის შესახებ ΧІІ საუკუნეს ეკუთვნის.მატიანის მიხედვით,გეგუთი მეფეთა რეზიდენცია
იყო.სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.შენობის ნანგრევებს ამჟამად 2000კვ.მ-ზე
მეტი ფართობი უჭირავს.1953-1956 წლბში ჩატარებული სარესტავრაციო კვლევითი სამუშაოების
შედეგად შესაძლებელი გახდა ძეგლის თავდაპირველი არქიტექტურული ფორმების დადგენა.ციხე-დარბაზში
სამი სამშენებლო ფენა გამოირჩევა.ყველაზე ადრეული ნაწილია(VІІІ-ІΧსს)გეგმით მარტივი,დიდბუხრიანი
სათავსო,ე.წ სანადირო სახლი,რომელიც შემდგომში მრავალოთახიანი ციხე-დარბაზის ფუნქციას
ასრულებდა.ΧІІ საუკუნეში თლილი ქვის მაღალ 3მეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები
ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი,სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები,ტარდებოდა მიღებები.მისაღები
დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული.სასახლეს გარედან
ეკვრის კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები.მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება
მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შნობა და სასახლის ეკლესია.სასახლე აგებულია
მაღალხარისხოვანი აგურით,წყობაში გამოყენებულია ქვქც.გეგუთის სასახლე ქართველ მეფეთა
საზაფხულო რეზიდენცია იყო.ის თავისი მასშტაბებითა და არქიტექტურული ფორმებით ეპოქის
მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენდა.გეგუთში მოღვაწეობდა:დავით აღმაშენებელი,დემეტრე
І,გიორგიІІІ და თამარ მეფე.
No comments:
Post a Comment