Wednesday, December 12, 2012

დასკვნა


დასკვნა

საბოლოოდ,ვასკვნით,რომ ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქია,რასაც,ზემოთ ხსენებული ფაქტები გვიდასტურებს.მასზე არსებულ ინფორმაციებზე გაცნობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ მას მართლაც აქვს იმის პერსპექტივა,რომ საქართველოს პირველი  და მნიშვნელოვანი ქალაქების  სიაში იყო.აღსანიშნავია ისიც,რომ ამ ქალაქთა ბევრი ცნობილი პიროვნების სახელია დაკავშირებული,განსაკუთრებით კი ბაგრატІІІ-ის,დავით აღმაშენებლის და ყველა იმ დასავლეთ საქართველოს მეფის,რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ დაეცვათ ეს კუთხე მტერთა თავდასხმებისაგან.ასეთი გმირი მეფეები კი იყვნენ:სოლომონ І, სოლომონІІ და სხვები.
როდესაც დეტალურად გავეცანი ამ ქალაქის ისტორიას,რომელსაც ქართველები საქართველოს „ მამაქალაქად“ მოიხსენიებენ.მიუხედავად იმისა,რომ მრავალჯერ მაქვს დათვალიერებული მისი არქიტექტურული და კულტურული ძეგლები,გავლილი ვარ მოწამეთა საძვალეში,ფეხი მაქვს დადგმული აღმაშენებლის საფლავზე,ნანახი მაქვს დინოზავრის ნაკვალები და  ბუნების მიერ შექმნილი უჩვეულო სტალაქტიტები და სტალაგმიტები.სურვილი გამიჩნდა მისი დეტალურად დათვალიერებისა და მათზე არსებული ლეგენდებისა და თქმულებების დაზუსტების.
მახარებს ის ფაქტი,რომ დღესდღეობით  სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლების რეკონსტრუქციას და საუკუნეების წინანდელ შენობა-ნაგებობებს ძველ იერსახეს უნარჩუნებს და ამასთანავე არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ინფრასტრუქტურულ ტენდეციებს.მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ახლადაშენებული საქართველოს პარლამენტის შენობა და რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი.
საქართველოში დღითიდღე მატულობს ტურისტთა რაოდენობა და იმისთვის,რომ საქართველო ამ მხრივ პროგრესირებადი იყოს, საჭიროა და,ჩემი აზრით,ვალდებულია კიდეც,რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქეც გაეცნოს მთლიანად ქვეყნის კულტურულ ძეგლებს,კერძოდ,ამ შემთხვევაში, კი დეტალურად შეისწავლოს ქუთაისის ღირსშესანიშნავი ადგილები,რათა ჩვენმა მომავალმა თაობამაც ისევე იამაყონ ამ შესანიშნავი ძეგლებითა და სიწმინდეებით,როგორც საუკუნეების წინ ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები.



No comments:

Post a Comment