Wednesday, December 12, 2012

ცნობები ქუთაისზე


       თავი 1                          ცნობები ქუთაისზე


      1.1 მდებარეობა და საზღვრები
ქუთაისი-ულამაზესი ქალაქი საქართველოში,იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.სიდიდით მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ.მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში,მდ.რიონის ორივე ნაპირზე,იმ ადგილას,სადაც მდინარე მთებთან კოლხეთის დაბლობზე გამოდის.ფერთობი 261,85კმ2.საავტომობილო გზებით დაკავშირებულია თბილისთან,სოხუმთან,ბათუმთან და ჩრდ.კავკასიასთან-ოსეთის სამხ.გზით.სარკინიგზო გზებით ბროწეულა-წყალტუბოსა და რიონ-ტყიბულის ხაზებით დაკავშირებულია ამიერ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან.ქუთაისი ზღვის დონიდან 125-300მეტრზე მდებარეობს.თბილისიდან 220კმ-ზეა.მოსახლეობა 192,500ათასი(2010).
ქალაქს ჩრდ.აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბალმთიანი ოკრიბა(ჩრდ.იმერეთის მთისწინეთი),სამხრეთით სამგურალის ქედი,ხოლო დასავლეთით კოლხეთის დაბლობი.დასახლების უმეტესი ნაწილი ვაკეზეა,ქალაქის ჩრდილოეთით უბნები მდინარე რიონის ორივე მხარეს გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი-საფიჩხიის სერზე,რომელიც მდინარე რიონის ერთ-ერთ ტერიტორიას წარმოადგენს.როგორც უკვე აღვნიშნეტ,მთავარი მდინარე რიონია,რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდ-დან სამხ-კენ.ქალაქის ფარგლებში რიონზე აშენებულია რიონჰესი და გუმათჰესი.აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარე წყალწითელა,ჩრდ-დას-ში მდინარე ოღასყურა,ჩრდ. ნაწილში რიონს მარჯვნიდან ერთვის პატარა მდინარე რუა.ქალაქის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში მოიპოვება საშენი მასალა,სააგურე თიხა,ეკლარის საკედლე და მოსაპირკეთებელი ქვა,ბანოჯის მარმარილო,რაც,ჩემი აზრით,დიდად უწყობს ხელს ქალაქის ეკონომიკას.
ქუთაისი ოფიციალური ქალაქად გამოცხადდა 1811წელს,თუმცა უფრო ადრეულ პერიოდში(730წ,980-1072წწ)იგი მოიხსენიებოდა საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში.ის მნიშვნელობითსაქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია.ქუთაისი აგრეთვე განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში.იქ მდებარეობს 35ბაგა-ბაღი,46საჯარო და 20კერძო სკოლა,აგრეთვე სხვადასხვა სასწავლებლები და კოლეჯები,რომელთა შორის განსაკუთრებით აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოვყოფდი.                                                                                                                                                                                   


1.2 ეტიმოლოგია                                                                   
ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია.ესეც,ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი,სამეცნიერო ჰიპოთეზის საგანია.წყაროთა მონაცემები მწირეა,ასევე ზოგადი ცნობები ძველი ქუთაისის იერ-სახის შესახებაც.ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის(ΧΙΧს)ცნობით:“ამბობენ,ვითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან,ქვა მთა ისი(ე.ი ქვიან მთაზედ ქალაქი)და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა უწოდებენ აწ ქუთაისი“.
1.3 ეკონომკა
საბჭოთა ხელისუფლების წლებში ქუთაისი გადაიცა მსხვილ სამრეწველო ქალაქად.იგი მეორე ინდუსტრიული ცენტრია თბილისის შემდეგ.ქალაქის 51საწარმო უშვებდა 1100-ზე მეტ სახეობის პროდუქციას,რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იგზავნებოდა სსრკ-ს ყველა მოკავშირე რესპუბლიკასა და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში.მრეწველობის მთავარი დარგებია:ელექტროენერგეტიკა,მანქანათმშენებლობა,ავტოტექმომსახურების საწარმოო  გაერთიანება,ქიმიური ტექნიკა,ნაკეთობათა და ბარითის ქარხნები,საწარმოო სამკერვალო გაერთიანება“გელათი“,ტრიკოტაჟისა და მაუდის ფაბრიკები,ბამბის საქსოვი საწარმო,ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატი,ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების,საკონსერვო,ღვინისა და თევზიზ ქარხნები,რძის,ხორცისა და პურპროდუქტების კომბინატები და საწარმო.მიმდინარეობს  აგრეთვე ხის დამუშავება.ამგვარი ქარხნები და კომბინატები,აშკარად აძლიერებს ქალაქს და,ვფიქრობ,ამიტომაცა არის ქუთაისი ერთ-ერთი ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი საქართველოში.
1.4 ტრანსპორტი
ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვანი საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე მდებასრეობს.ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1,ასევე საავტომობილო გზები:ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი,ქუთაისი-ბაღდათი და ქუთაისი-ტყიბული.ქალაქში არის რკინიგზი სადგური საიდანაც არის მუდმივი მომოცვლა თბილისსა და ბათუმში.იქ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში,კოპიტნარში,მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი.

                                                                                                                                                                                                                  

                                            

No comments:

Post a Comment