თავი 4 გელათის მონასტერი
4.1 გელათის ისტორია
გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს
საქართველოში,იმერეთის მხარეში,ქუთაისის ჩრდილო აღმოსავლეთით 11კმ-ზე,მდინარე წყალწითელას
ხეობაში.
როგორც ისტორიიდან ვიცით,დავით აღმაშენებელმა
1206 წელს წამოიწყო ტაძრის მშენებლობა.მატიანე წერს თუ როგორ ააყვავა სამოთხის დარი
ადგილი მეფემ და როგორ მოუყარა თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს.ეს
პიროვნებები კი გელათის აკადემიაში მოღვაწეობდნენ.გელათის აკადემიის არსებობის შეწყვეტიდან
თითქმის 400 წლის შემდეგ დაისვა უნივერსიტეტის დაარსების საკითხი,ივანე ჯავახიშვილმა
ამ ახალი ტაძრის გახსნის დღად 26 იანვარი დაასახელა,რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების
დღეა.ამით ხაზი გაესვა იმ გარემოებას,რომ თბილისის უნივერსიტეტი გელათის აკადემიის
მემკვიდრეა.გელათის აკადემიის სიცოცხლე განახლდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის,უწმინდესისა
და უნეტარესის ილია ІІ-ის თაოსნობით 1995 წლის 25 მაისს,როცა შეიქმნა გელათის სამეცნიერო
აკადემია.
იმ ეპოქის ისტორიკოსის ცნობით,გელათი
ხდება მეფეთა სამარხავი.აქ მიაბარეს მიწას დიდი დავითი,გელათის მონასტრის გალავნის
სამხრეთით,მთავარ შესასვლელში მისი საფლავია,წარწერით: „ესე არს განსასუებელი ჩემი
უკუნით უკუნისამდე,რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე“.საფლავის ქვა ისეა დადებული,რომ
მონასტერში შემსვლელები თვით მეფის ანდერძის თანახმად,ფეხს ადგამენ და ისე შედიან შიგნთ.შემდგომშიც
გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო.აქ არის დასაფლავებული სრულიად
საქართველოს თითქმის ყველა მეფე:დემეტრე І,გიორგი ІІІ.იმერეთის მეფეები:ბაგრატ
ІІІ,გიორგიІІ,გიორგიІІІ,გიორგი ІV,ალექსანდრე V,სოლომონІ,და სხვ.როგორც ამონაწერებიდან
ჩანს,დავითმა 1006 წელს წამოწყებული მშენებლობის დამთავრება თავის სიცოცხლეშივე მოასწრო,სიკვდილის
შემდეგ საქნიანობა მისმა შვილმა დემეტრემ გააგრძელა.
იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან
შეერთების შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიდან სახელმწიფო დაწესებულებად-შტატის
მონასტრად იქცა.საქართველოს პოლიტიკური დაშლის
შემდეგ ის მეფეების ხელში გადავიდა,1510 წელს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალეთის
ჯარმა,იმერეთის მეფეებმა ბაგრატ ІІІ-მ და გიორგი ІІ-მ მონასტერში დიდი მასშტაბის სააღმშენებლო
სამუშაოები ჩაატარეს,კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები.ბაგრატის თაოსნობით მონასტერში
საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა,რამაც გარკვეულად აამაღლა პოლოტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა.დასავლეთ
საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
1994 წელს ІV კრიტერიუმის გამო ბაგრატის
ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის,იუნესკოს,სიაში შეიტანეს.საკათედრო
ტაძარი და მონასტერი მიიჩნევა შუა საუკუნეების არქიტექტურის აყვავების ხანად.
4.2 ლეგენდები
და თქმულებები
არსებობს ლეგენდა,რომლის მიხედვითაც
დავით აღმაშენებელი თვითონაც მუშაობდა გელათის მშენებლობაზე.ორი უზარმაზარი ქვა მდინარის
ხეობიდან ტაძრამდე მას მარტო ამოუტანია.ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-ღმოსავლეთ
მინაშენს უკავშირებს თამარ მეფის სახელს.აქ წელიწდში ერთხელ იმართებოდა თამარ მეფის
მოსახსენიებელი პარაკლისი.მემეტიანის აზრით,თამარი დაკრძალულია გელათის მონასტერში.თამარის
დროინდელი ისტირიკოსები აღნიშნავენ: „თამარი ახლოს მონასტრისა გელათს დამარხესო.
ქუთაისელი ხარ სიმონ?
ReplyDeleteქუთაისელი ხარ სიმონ?
ReplyDeleteკი ძამა
Deleteსდ
ReplyDelete