თავი 3 ბაგრატის
ტაძარი
3.1 აგების ისტორია
ბაგრატის ტაძარი-ღვთისმშობლის სახელობისაა და აგებულია
Χ-ΧІ სააუკუნეების მიჯნაზე,ბაგრატ ІІІ-ის (975-1014)მეფობაში, „უქიმერიონის გორაზე“.მას
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის,ქართვებითვის,რადგან ის საქართველოს ერთიანობისა
და ძლიერების სიმბოლოა.ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ.ოდეს განმტკიცნა იატაკი,ქორონიკონ
იყო 223“(1003).თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული
ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში.1692,როგორც ვახუშტი მოგვითხრობს,შემუსრეს
ოსმალთა.ΧІΧ საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი
კარიბჭეებიც,რასაც მოწმობს მხატვარ ნ.ჩერენცოვის ნახატები.
3.2 არქიტექტურა
ის რომ ბაგრატის ტაძარი საქართველოს ღირსშესანიშნავი
ნაგებობაა,ვფიქრობ,ამას მოწმობს მისი არქიტექტურა.ტაძარი ტრიკონის ტიპის ჯვარგუმბათოვანი
ნაგებობაა.გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა,ჯვრის შვერილი მკლავები სწორკუთხაა,შიგნით
კი ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული.საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და
სადიაკვნე იყო.მშენებლობის დამთავრებისთანავე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი
საცხოვრებელი კოშკი,ხოლო ΧІ საუკუნის І ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად
მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს.
ერთ-ერთმა ქართველმა პოეტმა ირინა ხურციძემ ბაგრატის
ტაძარზე ლექსი დაწერა:
გუმბათდადგმულო
ბაგრატო!
გუმბათდადგმუგულო ბაგრატო,ჯვარაღმართულო ცამდინა,რას
ნიშნავს ეს სიხარული ან ცრემლი რამ დამადინა....ბედნიერი ვარ,ქართველი ერი რწმენაში
გაზრდილა,ასე ერთობით მტერიც კი ვერ მოგვერევა ადვილად.
3.3 რეკონტრუქცია
2009 წლს საქართველოში პრეზიდენტის ,მიხეილ სააკაშვილის
ინიციატივით,საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია.პროექტი შენობაზე გუმბათის
დადგმას გულისხმობდა.რეკონსტრუქციის პროექტმა,სახოგადოების არაერთგვარი და მძაფრი რეაქცია
გამოიწვია,მიუხედავად ამისა,მაინც უნდა აღდგენილიყო სამუშაოები გაგძელებულიყო.2010
წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების
სიაში შეიტანა.ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო
სამუშაო დაასახელა,რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევს.2012 წელს
სანკ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის
ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს
2013წლის სხდომაზე გადაწყვეტს.
No comments:
Post a Comment