Wednesday, December 12, 2012

წინასიტყვაობა



წინასიტყვაობა

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთ მშვენიერ კუთხეში,იმერეთში,მდებარეობს და მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია.მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ქართელი ერის ისტორია.ყველა ქართველისთვის ძვირფასია მისი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძგლები,რომლებიცVІІІ,Χ,ΧІІ საუკუნეებშია აგებული.ჩემი აზრით,განსაკუთრებული ყურადღების ღირსია:ბაგრატის ტაძარი,რომელიც ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სამბოლოა.გელათი,სადაც დაკრძალულია საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი და თავისი ანდერძის თანახმად,თითოეული პიროვნება ფეხს ადგამს მის საფლავს.მოწამეთა მონასტერი, სამშობლოსა და სარწმუნეობისათვის თავდადებული,არგვეთის გმირების,დავით და კონსტანტინე მხეიძეების სამარადისო სამკვიდრებელია.საინტერესოა ის,რომ ადამიანები საძვალეში გაძრომისას პატივს მიაგებენ მათ.
ჩემში და ალბათ,მთელ საზოგადოებაში დიდ აღტაცებას იწვევს სათაფლიის მღვიმე.როდესაც იქ მივდივართ  დძალაუნებურადვაბიჯებთ ათასწლულებს.გვავიწყდება ცივილიზაცია და პრეისტორიულ ხანაში ვბრუნდებით.ამ შეგრძნებებს კი დინოზავრის ნაკვალევთან შხვედრა იწვევს.მათ,რომ დავყურებთ იურული პერიოდის ცხოველთა გრგვინვა გვესმის ყურებში.ამასთანავე მნიშვნელოვანია მიწისქვეშა მღვიმეები,რადგან იქაც არანაკლები მძაფრი შგრძნებები გვეუფლება.ის არის სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების სამყარო.მათი დათვალიერებისას კი ისეთი განცდა გვეუფლება თითქოს ეს ჩვენ კი არ ვართ,არამედ ჩვენს შესახებ გადაღებულ ფილმს ვუყურებთ.
ამ ყველაფერის გამო ქუთაისის ბევრი ტურისტი ნახულობს.დარწმუნებული ვარ,ისინი დიდი აღტაცებით შეჰყურებან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და კმაყოფილების გრძნობით ივსებიან  იმ პერსპექტიულად დახვეწილი ნაგებობის ხილვიისას.ხოლო ყველა ქართველისთვის ის ცხოვრების ნაწილია და მათი ნახვისას გვახსენდება საქართველოს ისტორია,რის შედეგადაც პატრიოტოზმი გვიმტკიცდება.

ცნობები ქუთაისზე


       თავი 1                          ცნობები ქუთაისზე


      1.1 მდებარეობა და საზღვრები
ქუთაისი-ულამაზესი ქალაქი საქართველოში,იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი.სიდიდით მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ.მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში,მდ.რიონის ორივე ნაპირზე,იმ ადგილას,სადაც მდინარე მთებთან კოლხეთის დაბლობზე გამოდის.ფერთობი 261,85კმ2.საავტომობილო გზებით დაკავშირებულია თბილისთან,სოხუმთან,ბათუმთან და ჩრდ.კავკასიასთან-ოსეთის სამხ.გზით.სარკინიგზო გზებით ბროწეულა-წყალტუბოსა და რიონ-ტყიბულის ხაზებით დაკავშირებულია ამიერ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან.ქუთაისი ზღვის დონიდან 125-300მეტრზე მდებარეობს.თბილისიდან 220კმ-ზეა.მოსახლეობა 192,500ათასი(2010).
ქალაქს ჩრდ.აღმოსავლეთით ესაზღვრება დაბალმთიანი ოკრიბა(ჩრდ.იმერეთის მთისწინეთი),სამხრეთით სამგურალის ქედი,ხოლო დასავლეთით კოლხეთის დაბლობი.დასახლების უმეტესი ნაწილი ვაკეზეა,ქალაქის ჩრდილოეთით უბნები მდინარე რიონის ორივე მხარეს გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი-საფიჩხიის სერზე,რომელიც მდინარე რიონის ერთ-ერთ ტერიტორიას წარმოადგენს.როგორც უკვე აღვნიშნეტ,მთავარი მდინარე რიონია,რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდ-დან სამხ-კენ.ქალაქის ფარგლებში რიონზე აშენებულია რიონჰესი და გუმათჰესი.აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება მდინარე წყალწითელა,ჩრდ-დას-ში მდინარე ოღასყურა,ჩრდ. ნაწილში რიონს მარჯვნიდან ერთვის პატარა მდინარე რუა.ქალაქის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში მოიპოვება საშენი მასალა,სააგურე თიხა,ეკლარის საკედლე და მოსაპირკეთებელი ქვა,ბანოჯის მარმარილო,რაც,ჩემი აზრით,დიდად უწყობს ხელს ქალაქის ეკონომიკას.
ქუთაისი ოფიციალური ქალაქად გამოცხადდა 1811წელს,თუმცა უფრო ადრეულ პერიოდში(730წ,980-1072წწ)იგი მოიხსენიებოდა საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში.ის მნიშვნელობითსაქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია.ქუთაისი აგრეთვე განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში.იქ მდებარეობს 35ბაგა-ბაღი,46საჯარო და 20კერძო სკოლა,აგრეთვე სხვადასხვა სასწავლებლები და კოლეჯები,რომელთა შორის განსაკუთრებით აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოვყოფდი.                                                                                                                                                                                   


1.2 ეტიმოლოგია                                                                   
ქუთაისის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია.ესეც,ისევე როგორც ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საკითხი,სამეცნიერო ჰიპოთეზის საგანია.წყაროთა მონაცემები მწირეა,ასევე ზოგადი ცნობები ძველი ქუთაისის იერ-სახის შესახებაც.ისტორიკოსი დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის(ΧΙΧს)ცნობით:“ამბობენ,ვითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან,ქვა მთა ისი(ე.ი ქვიან მთაზედ ქალაქი)და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა უწოდებენ აწ ქუთაისი“.
1.3 ეკონომკა
საბჭოთა ხელისუფლების წლებში ქუთაისი გადაიცა მსხვილ სამრეწველო ქალაქად.იგი მეორე ინდუსტრიული ცენტრია თბილისის შემდეგ.ქალაქის 51საწარმო უშვებდა 1100-ზე მეტ სახეობის პროდუქციას,რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იგზავნებოდა სსრკ-ს ყველა მოკავშირე რესპუბლიკასა და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში.მრეწველობის მთავარი დარგებია:ელექტროენერგეტიკა,მანქანათმშენებლობა,ავტოტექმომსახურების საწარმოო  გაერთიანება,ქიმიური ტექნიკა,ნაკეთობათა და ბარითის ქარხნები,საწარმოო სამკერვალო გაერთიანება“გელათი“,ტრიკოტაჟისა და მაუდის ფაბრიკები,ბამბის საქსოვი საწარმო,ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატი,ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების,საკონსერვო,ღვინისა და თევზიზ ქარხნები,რძის,ხორცისა და პურპროდუქტების კომბინატები და საწარმო.მიმდინარეობს  აგრეთვე ხის დამუშავება.ამგვარი ქარხნები და კომბინატები,აშკარად აძლიერებს ქალაქს და,ვფიქრობ,ამიტომაცა არის ქუთაისი ერთ-ერთი ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი საქართველოში.
1.4 ტრანსპორტი
ქუთაისი რამდენიმე მნიშვნელოვანი საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე მდებასრეობს.ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1,ასევე საავტომობილო გზები:ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი,ქუთაისი-ბაღდათი და ქუთაისი-ტყიბული.ქალაქში არის რკინიგზი სადგური საიდანაც არის მუდმივი მომოცვლა თბილისსა და ბათუმში.იქ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.ქუთაისიდან რამდენიმე კილომეტრში,კოპიტნარში,მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი.

                                                                                                                                                                                                                  

                                            

ისტორია


         თავი 2                                                             ისტორია

       2.1 დაარსება
ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.არქეოლოგიური მონაცემებით,დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული.ძვ.წ.ΧV-ΧΙΙΙ საუკუნეებდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება.მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე ძვ.წ.VΙΙΙ-VΙΙ საუკუნეების ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი და ქალაქის შემდგომი განვითარება ამ ადგილს უკავშირდება.
ქუთაისის შესახებ ჩვენთვის სხვადასხვა ცნობილი.ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ.“მინოსის ხანას“(ძვ.ΧVΙΙ-ΧV)მიაკუთნებს.მინოსი,ხელმწიფე კრეტაზე, და აიეტი ძველ ბერძნებს თანადროულ,მოკავშირედ და დამოყვრებულ მეფეებად მიაჩნდათ.ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს(კოლხეთი,ეგრისი,ლაზეთი,აფხაზეთი)პირველი ქალაქის მდგომარეობას.
2.1 ეგრისის პერიოდის დასასრული
VΙ-საუკუნეში ქუთაისი ეგრისის დედაქალაქი იყო.VΙΙΙ საუკუნის ბოლოს იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული საართველოს დედაქალაქი.ბიზანტიის ვასალობიდან გამოსვლის შემდეგ ლეონ აფხაზთა მთავარი“აფხაზთა მეფედ“ეკურთხა და ანაკოფიიდან ქუთაისს გადმოვიდა.“ხოლო დაჯდა ესე რა ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი,არღარა უწოდა ეგრისი,არამედ აფხაზეთი...აღაშენა ქუთაისი ქალაქი და ციხე დაჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა“.
978 წელს ბაგრატΙΙΙ-მ ახლადგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი ქუთაისსში გადაიტანა.ამ პერიოდში ქალაქმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე:განახლდა სამეფო სასახლე და ცეხე-გალავანი,ხოლო 1003 წელს ეკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ახალი ტაძარი.ეს ტაძარი საქართველოს ერთიანიბისა და ძლიერეის სიმბოლო უნდა ყოფილიყო,ამიტომ მისი კურთხევა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა.
1889 წელს ქუთაისში მეფედ ეკურთხა დავით აღმაშენებელი,რომელმაც 1006-1025 წლებში ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და უმაღლესი სასწავლებელი-აკადემია,რომელიც“მეორე იერუსალიმად“ და „სხუად ათენად“იწოდებოდა.გელათი მთელი საქართველოსთვის სიბრძნისა და სიწმინდის კერად იქცა.
1122 წელს,როდესაც დავით აღმაშენებელმა პირველობა არაბთაგან განთავისუფლებულ თბილისს მიანიჭა,ქუთაისი ერთიანი საქართველოს მეფეთა სამყოფელად დარჩა.სამეფო რეზიდენციად რჩებოდა გეგუთის სასახლე,რომელსაც“საყდარსა დავითიანსა“უწოდებდნენ.ის სამეფო კარის თავშესაფარი და დედაქალაქი ხდებოდა,როდესაც მტრები თბილისს იღებდნენ.ასე იყო 1226 წელს ჯალალ-ად-დინის შემოსევისას და 1235 წელს მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობისას.ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ(1489-1810)ქუთაისი კვლავ იმერეთის  სამთავროების სამეფო დედაქალაქია.1386 წელს დაწყებულმა თემურ ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა 1403წელს ქუთაისამდეც მოაღწია.ქალაქი აოხრდა და მოსახლეობა გაიჟლიტა.ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ქუთაისის დაქვეითება.ალბათ,ყველასათვის ნათელია თუ რა მდგომარეობაში იყო იმ დროს ქუთაისი.ΧV საუკუნის იტალიელი მოგზაურისათვის ი8ს უკვე ერთ პატარა ბორცვზე მდებარე ქალაქი(ჯოსაფატ ბარბარო ΧVს).
ამ დროიდან მოყოლებული ქუთაისში მრავალგზის ილიშქრეს.იმერეთის სამეფო და,რა თქმა უნდა,ქუთაისიც ოსმალეთის ვასალე იყო.1510 წელს იქ „თათარნი მოვიდნენ და დაწვეს იგი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ,და ქუთაისი და საყდარი და სხუანი ეკლესიანი“(ქართლის ცხოვრება).1691 წელს ოსმალებმა ბაგრატის ტაძარი დაანგრიეს.
დაპყრობების მიუხედავადქუთაისში ვაჭრობა გრძელდებოდა.საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ მოვაჭრეების სხვადასხვა პროდუქტებით სავაჭროდ.დაკნინების მიუხედავად,იმერეთის სატახტო ქალაქი თავის ოდინდელ აღნაგობას მეტ-ნაკლებად  მაინც ინარჩუნებდა მისი მთავარი ნაწილი კვლავაც ძველი ცენტრი იყო:შიდაციხე,გალავანი,შიდაქალაქი,სადაც ბაგრატის ტაძარი იყო აღმართული.ამ ნაწილს „დიდ ქუთაისს“ან „ზედაქალაქს“ უწოდებდნენ.ΧVΙΙΙს-ში ჯერ კიდევ არსებობდა მთის ფერდზე შეფენილი გამაგრებული ქვედაქალაქი,რომელიც რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა და“ხიდის კარით“ იყო დაცული.გალავანს მიღმა დიდ ქუთაისს გარეთუბანი ემიჯნებოდა.
2.3 ახალი ისტორია
1770 წელს მეფე სოლომონ Ι-მა რუსეთის ჯარის დახმარებით ქუთაისის ციხიდან ოსმალები განდევნა.მეფემ ხონიდან და სხვა ადგილებიდან ვაჭრები გადმოიყვანა და „ქალაქობა“(ბაზრობა)აღადგინა.ამ პერიოდიდან ქალაქის აღორძინების ხანა იწყება.აღმავლობა სოლომონ ΙΙ-ის პერიოდშიც გაგრძელდა.1800 წელს დაარსდა პირველი სტამბა,გაიხსნა ასამდე სავაჭრო სახლი,სახე იცვალა ქალაქის მოსახლეობამ.ΧVΙΙΙს-ში ქალაქში მოვაჭრე სომხებს ებრაელებსა და თურქებს,მოგვიანებით სოლომონ მეფის მიერ ახალციხიდან გადმოსახლებული კათოლიკე ვაჭრები დაემატა,რომლებმაც,ჩემი აზრით,დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქურ ცხოვრებაში.შემდეგ სოლომონ ΙΙ იძულებული გახდა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა მიეღო.1810 წლის 20 თებერვალს რუსეთმა იმერეთში მეფის ხელისუფლება გააუქმა.ქუთაისში ისევე როგორც მთელ ქვეყანაში რუსეთის ჯარი ჩადგა.1811 წლიდან ქუთაისი იმერეთის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.1840 წლიდან მაზრის ცენტრი,1846 წლიდან კი-გუბერნიისა.
ქუთაისურ ნაწარმთაქან გათქმული იყო გიშრის ნაკეთობანი,რომლებიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა.პარასკეობით და კვირაობით გამართულ ბაზრობებზე სოფლებიდან ჩმოქონდათ სანოვაგე.აქ გახსნილ „იარმუკაზე“ უფრო შორიდან ჩამოდიოდნენ,რომელთაც ძირითადად ევროპული საქონელი ჰქონდათ.ΧΙΧ-ის  შუა წლებიდან ქალაქში ბევრი სიახლე გაჩნდა.ძველი საასპარეზო მოედნის ადგილას ბულვარი გაშენდა-ხეივნებიანი დიდი ბაღი ზამბახებით,ბძებით,კაფეთი,გრძელი სკამებით და „სატანცაო“ მოედნით.მოედნის ირგვლივ იყო განლაგებული ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძრები(წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის „სობარი“ და წმ.მთავარანგელოზის ეკლესია),პირველი დიდი სასწავლებლები და ახალი სავაჭრო „ყაფანი“.მდიდარი ქუთათელებიც აქვე ცხოვრობდნენ.ქუთათურთა მცდელობით ქალაქი თანდათან ევროპულ იერს იღბდა.ქალაქის საბჭომ მიიღი გადაწყვეტილება ცენტრარულ ქუჩებში ხის სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ.ხის სახლების ადგილი ნელ-ნელა ქვითკირის ორსართულიანმა ნაგებობებმა დაიკავა.გაჩნდა ახალი უბნები:ბალახვანი,მწვანეყვავილა,საფიჩხია ბჟოლები,ჭომა და სხვ.ოღროჩოღრო ქუჩები შეცვალა სწორმა მოკირწყლულმა და განათებულმა ქუჩებმა.მათ სახელები დაარქვეს.
ამჟამად,ქალაქი 12 ტერიტორიული ერთეულისგან შედგება.ქალაქის ტერიტორიაზე 18000-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი ,900-მდე მაღალი კორპუსი და ასობით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაა განლაგებული.





ბაგრატის ტაძარი


 თავი 3                                                  ბაგრატის ტაძარი

       3.1 აგების ისტორია
ბაგრატის ტაძარი-ღვთისმშობლის სახელობისაა და აგებულია Χ-ΧІ სააუკუნეების მიჯნაზე,ბაგრატ ІІІ-ის (975-1014)მეფობაში, „უქიმერიონის გორაზე“.მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის,ქართვებითვის,რადგან ის საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა.ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ.ოდეს განმტკიცნა იატაკი,ქორონიკონ იყო 223“(1003).თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში.1692,როგორც ვახუშტი მოგვითხრობს,შემუსრეს ოსმალთა.ΧІΧ საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც,რასაც მოწმობს მხატვარ ნ.ჩერენცოვის ნახატები.
3.2 არქიტექტურა
ის რომ ბაგრატის ტაძარი საქართველოს ღირსშესანიშნავი ნაგებობაა,ვფიქრობ,ამას მოწმობს მისი არქიტექტურა.ტაძარი ტრიკონის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა.გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა,ჯვრის შვერილი მკლავები სწორკუთხაა,შიგნით კი ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული.საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო.მშენებლობის დამთავრებისთანავე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი,ხოლო ΧІ საუკუნის І ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს.
ერთ-ერთმა ქართველმა პოეტმა ირინა ხურციძემ ბაგრატის ტაძარზე ლექსი დაწერა:
გუმბათდადგმულო ბაგრატო!


გუმბათდადგმუგულო ბაგრატო,ჯვარაღმართულო ცამდინა,რას ნიშნავს ეს სიხარული ან ცრემლი რამ დამადინა....ბედნიერი ვარ,ქართველი ერი რწმენაში გაზრდილა,ასე ერთობით მტერიც კი ვერ მოგვერევა ადვილად.


3.3 რეკონტრუქცია


2009 წლს საქართველოში პრეზიდენტის ,მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით,საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია.პროექტი შენობაზე გუმბათის დადგმას გულისხმობდა.რეკონსტრუქციის პროექტმა,სახოგადოების არაერთგვარი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია,მიუხედავად ამისა,მაინც უნდა აღდგენილიყო სამუშაოები გაგძელებულიყო.2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიტანა.ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა,რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევს.2012 წელს სანკ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს 2013წლის სხდომაზე გადაწყვეტს.

გელათის მონასტერი


         თავი 4                             გელათის მონასტერი
                                                                                                    
       4.1 გელათის ისტორია
გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში,იმერეთის მხარეში,ქუთაისის ჩრდილო აღმოსავლეთით 11კმ-ზე,მდინარე წყალწითელას ხეობაში.
როგორც ისტორიიდან ვიცით,დავით აღმაშენებელმა 1206 წელს წამოიწყო ტაძრის მშენებლობა.მატიანე წერს თუ როგორ ააყვავა სამოთხის დარი ადგილი მეფემ და როგორ მოუყარა თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს.ეს პიროვნებები კი გელათის აკადემიაში მოღვაწეობდნენ.გელათის აკადემიის არსებობის შეწყვეტიდან თითქმის 400 წლის შემდეგ დაისვა უნივერსიტეტის დაარსების საკითხი,ივანე ჯავახიშვილმა ამ ახალი ტაძრის გახსნის დღად 26 იანვარი დაასახელა,რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.ამით ხაზი გაესვა იმ გარემოებას,რომ თბილისის უნივერსიტეტი გელათის აკადემიის მემკვიდრეა.გელათის აკადემიის სიცოცხლე განახლდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესის ილია ІІ-ის თაოსნობით 1995 წლის 25 მაისს,როცა შეიქმნა გელათის სამეცნიერო აკადემია.
იმ ეპოქის ისტორიკოსის ცნობით,გელათი ხდება მეფეთა სამარხავი.აქ მიაბარეს მიწას დიდი დავითი,გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით,მთავარ შესასვლელში მისი საფლავია,წარწერით: „ესე არს განსასუებელი ჩემი უკუნით უკუნისამდე,რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე“.საფლავის ქვა ისეა დადებული,რომ მონასტერში შემსვლელები თვით მეფის ანდერძის თანახმად,ფეხს ადგამენ და ისე შედიან შიგნთ.შემდგომშიც გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო.აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე:დემეტრე І,გიორგი ІІІ.იმერეთის მეფეები:ბაგრატ ІІІ,გიორგიІІ,გიორგიІІІ,გიორგი ІV,ალექსანდრე V,სოლომონІ,და სხვ.როგორც ამონაწერებიდან ჩანს,დავითმა 1006 წელს წამოწყებული მშენებლობის დამთავრება თავის სიცოცხლეშივე მოასწრო,სიკვდილის შემდეგ საქნიანობა მისმა შვილმა დემეტრემ გააგრძელა.
იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიდან სახელმწიფო დაწესებულებად-შტატის მონასტრად იქცა.საქართველოს  პოლიტიკური დაშლის შემდეგ ის მეფეების ხელში გადავიდა,1510 წელს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალეთის ჯარმა,იმერეთის მეფეებმა ბაგრატ ІІІ-მ და გიორგი ІІ-მ მონასტერში დიდი მასშტაბის სააღმშენებლო სამუშაოები ჩაატარეს,კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები.ბაგრატის თაოსნობით მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა,რამაც გარკვეულად აამაღლა პოლოტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა.დასავლეთ საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
1994 წელს ІV კრიტერიუმის გამო ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის,იუნესკოს,სიაში შეიტანეს.საკათედრო ტაძარი და მონასტერი მიიჩნევა შუა საუკუნეების არქიტექტურის აყვავების ხანად.
4.2 ლეგენდები და თქმულებები
არსებობს ლეგენდა,რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებელი თვითონაც მუშაობდა გელათის მშენებლობაზე.ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მას მარტო ამოუტანია.ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-ღმოსავლეთ მინაშენს უკავშირებს თამარ მეფის სახელს.აქ წელიწდში ერთხელ იმართებოდა თამარ მეფის მოსახსენიებელი პარაკლისი.მემეტიანის აზრით,თამარი დაკრძალულია გელათის მონასტერში.თამარის დროინდელი ისტირიკოსები აღნიშნავენ: „თამარი ახლოს მონასტრისა გელათს დამარხესო.




მოწამეთა


თავი 5                                           მოწამეთა

5.1 მდებარეობა და ისტორია
მოწამეთას მონასტერი მდებარეობს ქუთაისის აღმოსავლეთით,6კმ-ის მოშორებით,წყალწითელას ხეობაში.ის ისტორიულად ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და უდისეს  როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ,ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული.ერთ-ერთი ადრეული ცნობა მისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ დაცულია უცნობი ავტორის „დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობაში“.ხეობის ძეგლთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.მონასტრის დაარსება არგვეთის მთავრების-დავითი და კონსტანტინე მხეეიძეების სახელთანაა დაკავშირებული.VІІІ საუკუნეში,როცა საქართველოს მურვან ყრუ შემოესია,მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ არაბტა სარდლისათვის.თუმცა,მიუხედავად ამისა,ძმებმა ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ.არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა,რაზეც მტკიცე უარი მიიღო.განრისხებულმა სარდალმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს,მაგრამ მათ საშინელი წამება გმირულად აიტანეს.ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა.მათი წმინდა ნაწილები,თავდაპირველად,ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული.
ΧІ საუკუნეში ბაგრატІІІ-მ ააშენა დანგრეული ეკლესია და იქ გადაასვენა გმირები.თავიდან ტაძარს გუმბათი არ ჰქონდა.1844-1865 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის,დავით წერეთლის,ხელმძღვანელობით ლევან,მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოვეს მოწამეთას ეკლესია,ამ დროს დაედგა ტაძარს გუმბათი,დაიგო ხის იატაკი და შეიცვალა კანკელი.
კომუნისტური ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ცოტა ხანში-1923წელს,მონასტერი დაიხურა.ამავე წელს სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით,სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ცხედრები აკლდამიდან ამოიღეს და გზა-შარაზე და ქუჩ-ქუჩა ათრიეს.ხოლო შემდეგ,ისევე როგორხ პირველი წამებისას წყალში გადაყარეს.ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით წმინდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა.ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს.ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954წელს,რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა.მასში მოხსენიებულია ქუთათელ-განათელი მიტროპოლიტი გაბრიელი,ქუთაისის „მწვენყვავილას“მთავარანგელოზის ტაძრის დეკანოზი ნაომი შავიანიძე,მღვდელი სულაკაძე,რომელთა მეოხებით აღდგა წირვა-ლოცვა,ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათ სამკვიდრებელში-მოწამეთას მონასტერში.1960 წელს ტაძრის დასავლეთ მხარეს,მოსაცდელის ადგილას,ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ააშენეს წინამძღვრის სახლი.
5.2 ლეგენდები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები
გადმოცემის თანახმად,როცა ძმებმა მურვან ყრუს სარწმუნოების შეცვლაზე უარი უთხრეს,არაბთა სარდლის ბრძანებით,10დღე აშიმშილეს ისინი და შემდეგ ისევ სცადეს მოლაპარაკება,მაგრამ მაინც უარი მიიღეს, მაშინ ძმები წმინდა კოზმანისა  და დამიანეს ტაძრის მახლობლად მდინარის ახლოს გადაიყვანეს,ხეზე დაკიდეს და სასტიკად აწამეს,მერე ხელ-ფეხი შეუკრეს,ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადაყარეს.ღამით აღსრულდა სასწაული:ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა,შუქმა გაანათა იქაურობა.ღვთის ნებით მოწამეების ქედს „ლოდნი შემოეძრცვნეს“ და მათი სხეულები წლის ზედაპირზე ამოტივტივდა.მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გადმოასვენეს.უცებ მოისმა სვეტიდან გადმომავალი ხმა,რომელმაც მოუწოდა მათ მინიშნებულ ადგილას წაესვენებინათ წმინდა ნაწილოები.წყალწითელას ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია და მივიდა იმ ადგილამდე,სადაც ადრე ხარების ეკლესია იდგა.ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო,იქ დაასვენეს მოწამენი.იმ ადგილს მოწამეთა ეწოდა.ΧІ საუკუნეში ბაგრატІІІ-მ ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.ამ დრომდე წმინდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“.
მოწამეთობის აღსანიშნავად,რომელიც 15ოქტომბერს იმართება,მორწმუნენი იმერეთში სხვადასხვა კუთხეებიდანაც ჩადიოდნენ.ტრადიციულად,სურვილის ჩაფიქრების შემდეგ,მომლოცველები გაივლიან საძვალის ქვეშ და პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს.

სათაფლია


თავი 6                                                                        სათაფლია

6 .1 სათაფლიის კარსტული მღვიმეები
კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7კმ-ზე მდებარეობს.მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275მეტრიდან 405მეტრამდე.სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია,როგორც ესთეტიკურად,ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით.ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე,რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ ხუთი გამოქვაბულიდან,რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით.სათაფლიის მღვიმე მდებარეობს სამგურალის სერზე,ზღვის დონიდან 360მეტრზე.იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვაში.მღვიმის შესასვლელი ძაბისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს.წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები.შესასვლელიდან დაახლოებით 100მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“,ხოლო 150მეტრში  „ნაღვენთების სასაფლაო“.მღვიმეს აქვს განშტოებები.სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი.სიმაღლე-10მეტრს აღემატება,ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.
ჩასასვლელშივე ყურადღებას იქცევს წყლის ჩხრიალი,რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის.ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში.მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა.დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიდი,საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება.სტალაქტიდები და სტალაგმიტები ზემოდან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს,რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
სათაფლიის ІІ მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მვიმე ეწოდება.იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს.შესასვლელი ვიწროა.ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით.შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი.გამოსაყოფია ასევე  „გიგანტური დარბაზი“ და „ლოდთა დარბაზი“.დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები,რომლებიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად.მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით.არის სტალაქტიდები,რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვთ.აქვეა სტალაგმიტები,სტალაგნატები,იშვიათი ჰელიქტიდები და ჰელიგმიტებიც კი.გვხვდება ასევე დიდი სისქის ნგრეული მასალა.ჰავა დინამიურია.გაედინება ნაკადული,რომელიც პატარა ტბას აჩენს.დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები.გვალვა ხშირია.
სათაფლიის მღვიმიდან 600მეტრში იხსნება სათაფლიის მესამე მღვიმე,რომელიც ზღვის დონიდან 405მეტრზე მდებარეობს.
სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის მეოთხე მღვიმე,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305მეტრზე.გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში.
6.2 სათაფლიის ნაკრძალი
 სათაფლიის ნაკრძალი ქ.ქუთაისს ჩრდილო-დასავლეთით 6კმ.დაშორებით ესაზღვრება.ქუთაისიდან სოფელ ბანოჯის მიმართულებით გაყვანილია მოასფალტებული საავტომობილო გზა.სათაფლიაზე არსებული დინოზავრის ნაკვალევი,რომელიც ათეულობით მილიონ წელს ითვლის.მსოფლიო მასშტაბებისა და ერთ-ერთი იშვიათი ძეგლია,რომლის ახლოს მდებარეობს კარსტული გამოქვაბული,გამჭვირვალე სტალაქტიდებიტა და სტალაგმიტებით.
სათაფლიის ნაკრძალში დაცულია შესანიშნავი ტყე,რომელიც 500ჰექტარს მოიცავს.ამჟამად დასრულებულია ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები.შესაბამისი პროექტის ფარგლებში მოხდა მღვიმესთან არსებული კლდოვანი ნაპირის 210მეტრიანი მონაკვეთის მოაჯირით შემოღობვა,დინოზავრის ნაკვალევზე დადგმული რკინის დამცავი მოწყობილობა ხის ორიგინალური კონსტრუქციით შეიცვალა.მოპირკეთდა მღვიმისკენ მიმავალი ბილიკი.ექსტრემალური დასვენების მსურველთათვის მოეწყობა საკარვე ადგილები,გაიხსნა სუვერინების მაღაზია და კაფეტერია.

                                              
                                                                                                                    
                             


გეგუთის სასახლე


   თავი 7                        გეგუთის სასახლე
                                 
გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.იგი მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით 7კმ-ის დაშორებით,მდინარე რიონის ნაპირას.ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ ΧІІ საუკუნეს ეკუთვნის.მატიანის მიხედვით,გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო.სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.შენობის ნანგრევებს ამჟამად 2000კვ.მ-ზე მეტი ფართობი უჭირავს.1953-1956 წლბში ჩატარებული სარესტავრაციო კვლევითი სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა ძეგლის თავდაპირველი არქიტექტურული ფორმების დადგენა.ციხე-დარბაზში სამი სამშენებლო ფენა გამოირჩევა.ყველაზე ადრეული ნაწილია(VІІІ-ІΧსს)გეგმით მარტივი,დიდბუხრიანი სათავსო,ე.წ სანადირო სახლი,რომელიც შემდგომში მრავალოთახიანი ციხე-დარბაზის ფუნქციას ასრულებდა.ΧІІ საუკუნეში თლილი ქვის მაღალ 3მეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი,სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები,ტარდებოდა მიღებები.მისაღები დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული.სასახლეს გარედან ეკვრის კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები.მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შნობა და სასახლის ეკლესია.სასახლე აგებულია მაღალხარისხოვანი აგურით,წყობაში გამოყენებულია ქვქც.გეგუთის სასახლე ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.ის თავისი მასშტაბებითა და არქიტექტურული ფორმებით ეპოქის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენდა.გეგუთში მოღვაწეობდა:დავით აღმაშენებელი,დემეტრე І,გიორგიІІІ და თამარ მეფე.


დასკვნა


დასკვნა

საბოლოოდ,ვასკვნით,რომ ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქია,რასაც,ზემოთ ხსენებული ფაქტები გვიდასტურებს.მასზე არსებულ ინფორმაციებზე გაცნობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ მას მართლაც აქვს იმის პერსპექტივა,რომ საქართველოს პირველი  და მნიშვნელოვანი ქალაქების  სიაში იყო.აღსანიშნავია ისიც,რომ ამ ქალაქთა ბევრი ცნობილი პიროვნების სახელია დაკავშირებული,განსაკუთრებით კი ბაგრატІІІ-ის,დავით აღმაშენებლის და ყველა იმ დასავლეთ საქართველოს მეფის,რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ დაეცვათ ეს კუთხე მტერთა თავდასხმებისაგან.ასეთი გმირი მეფეები კი იყვნენ:სოლომონ І, სოლომონІІ და სხვები.
როდესაც დეტალურად გავეცანი ამ ქალაქის ისტორიას,რომელსაც ქართველები საქართველოს „ მამაქალაქად“ მოიხსენიებენ.მიუხედავად იმისა,რომ მრავალჯერ მაქვს დათვალიერებული მისი არქიტექტურული და კულტურული ძეგლები,გავლილი ვარ მოწამეთა საძვალეში,ფეხი მაქვს დადგმული აღმაშენებლის საფლავზე,ნანახი მაქვს დინოზავრის ნაკვალები და  ბუნების მიერ შექმნილი უჩვეულო სტალაქტიტები და სტალაგმიტები.სურვილი გამიჩნდა მისი დეტალურად დათვალიერებისა და მათზე არსებული ლეგენდებისა და თქმულებების დაზუსტების.
მახარებს ის ფაქტი,რომ დღესდღეობით  სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლების რეკონსტრუქციას და საუკუნეების წინანდელ შენობა-ნაგებობებს ძველ იერსახეს უნარჩუნებს და ამასთანავე არ ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ინფრასტრუქტურულ ტენდეციებს.მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ახლადაშენებული საქართველოს პარლამენტის შენობა და რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი.
საქართველოში დღითიდღე მატულობს ტურისტთა რაოდენობა და იმისთვის,რომ საქართველო ამ მხრივ პროგრესირებადი იყოს, საჭიროა და,ჩემი აზრით,ვალდებულია კიდეც,რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქეც გაეცნოს მთლიანად ქვეყნის კულტურულ ძეგლებს,კერძოდ,ამ შემთხვევაში, კი დეტალურად შეისწავლოს ქუთაისის ღირსშესანიშნავი ადგილები,რათა ჩვენმა მომავალმა თაობამაც ისევე იამაყონ ამ შესანიშნავი ძეგლებითა და სიწმინდეებით,როგორც საუკუნეების წინ ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები.



გამოყენებული ლიტერატურა


გამოყენებული ლიტერატურა

1.ირინა აბაშიძე-„საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია“
2.ირინა გუნია-„საქართველოს მონასტრები“
    პარმენ ზაქარია-„ქართული ხუროთმოძღვრება“ХІ-ХІІІსს,1990 წელი.
3.ჟურნალი „მწყემსი“-1844 წელი11.
4. http://ka.wikipedia.org                                                                      27.11.2012    15:30
   http://saunje.ge/index.php?id=231&lang=ka                                   29.11.2012    16:15
http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/g/gelati.html                                 03.12.2012  19:00
http://www.imereti.ge/index.php?sec_id=98&lang_id=GEO           04.12.2012   14:30


პრეზენტაცია

ვიდეო

გეგმა mind map-ში